2019 კარიმ ბენზემას წელი იყო
2019 კალენდარული წელი მადრიდის რეალის ისტორიაში ესპანურმა პრესამ კარიმ ბენზემას წლად შერაცხა.
ფრანგ ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ბომბარდირობის თავის თავზე აღება ევალებოდა და 50 მატჩში გატანილი 35 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით, ბენზმა დავალებას თავი წარმატებულად გაართვა.
ასევე, სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის გატანილი 57 გოლიდან 19 სწორედ კარიმ ბენზემამ გაიტანა.
სანტიაგო სოლარის თავკაცობის დროს კარიმი კარგად თამაშობდა, მაგრამ ზიდანის დაბრუნების შემდეგ იგი თავის ოპტიმალურ ფორმაში ჩადგა. ედენ აზართან და როდრიგოსთან ბენზემას მიერ დამყარებული კავშირი რეალის შეტევის მთავარი ნათელი წერტილია.
რეალის გულშემატკივრები გუნდის შეტევით კმაყოფილები ნამდვილად არ არიან, მაგრამ კარიმ ბენზემას შეჩერება ყველას უჭირს.
ფრანგი ფორვარდი ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში 17 მატჩში გატანილი 12 გოლით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომელსაც 13 გოლი აქვს.
უყურე არენას და მართე შენი თამაში
- 30 დეკემბერი 2019
- 2 078
- 5