რონსერო:„„რეალმა“ ახალი ლევანდოვსკი ისევ დაკარგა“
ტომას რონსეროს განცხადებით, მადრიდის „რეალმა“ ახალი ლევანდოვსკი დაკარგა...
„წლების მანძილზე გვესმოდა ინფორმაციები, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს ეხებოდა. საბოლოო ჯამში ფლორენტინო პერესმა პოლონელი ფორვარდი ვერც „დორტმუნდიდან“ შეიძინა და ვერც „ბაიერნიდან“.“
„ახლა კი „რეალმა“ ახალი ლევანდოვსკი კიდევ ერთხელ დაკარგა. ჰოლანდმა ბუნდესლიგას მიაშურა. ვფიქრობ, განსაკუთრებული აქტიურობის შემთხვევაში ერლინი მადრიდისტა გახდებოდა, თუმცა იმედს მისი ასაკი მაძლევს. წლების შემდეგ „ბლანკოსი“ მას კვლავ მიუბრუნდება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წლების შემდეგ ჰოლანდის ფასი მინიმუმ გახუთმაგებული იქნება.“
- 29 დეკემბერი 2019
- 3 576
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.