ზიდანი:„„რეალს“ ფატალურად არ გაუმართლა“
ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მთავარი ის არის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მუშაობა განვაგრძოთ. ემოციური ფონი მართლაც არსებობდა. ჩვენ პირველ ტაიმში 4-ჯერ შეგვეძლო გოლის გატანა. ასევე არაერთხელ დაფიქსირდა ძალი და ხარიხა. ეს არის მომენტი, როდესაც იღბალი შენს მხარეს არ არის. დიდი მადლობა ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იყვნენ და ცდა არ დაუკლიათ.“
„ჩემი ფეხბურთელები 100%-ზე მეტით დაიხარჯნენ, მათი ბრალი არ არის, რომ მატჩი 0-0 დასრულდა და აქტივში მხოლოდ 1 ქულის ჩაწერას დავჯერდით.“
„გუნდის პროგრესით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ამის თქმა დაცვითი პოტენციალის გაუმჯობესებაზე შეიძლება. „ბლანკოსს“ ლა ლიგაში ამ მხრივ მეორე შედეგი აქვს. გოლებს არ ვუშვებთ, რაც მნიშვნელოვანია.“
„სერხიო რამოსი თავდამსხმელის პოზიციაზე შესანიშნავია, ის რომ კარიერას ახლა იწყებდეს აუცილებლად შევუცვლიდი პოზიციას და დარწმუნებული ვარ, მეორე სართულზე საუკეთესო ფორვარდი იქნებოდა.“
„ბოლო 3 თამაშში შესაძლო 9-იდან მხოლოდ 3 ქულა მოვიპოვეთ, რაც თავისთავად ცუდი შედეგია, მაგრამ თამაშის ხარისხი არ გაუარესებულა. 2020 წელს ვეცდებით ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს.“
„ლა ლიგის მოგება ძალიან რთულია და სეზონის ბოლომდე ასე იქნება. ქომაგები სტადიონზე მოდიან, რათა ნახოთ, თუ რა შეუძლიათ ჩვენს ფეხბურთელებს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმუმი გავიღოთ და ყველა მატჩი მოვიგოთ.“
„დავკარგეთ თუ არა რონალდუ? გუნდმა წინ უნდა იყუროს. რონალდუზე ფიქრი აღარ ღირს, რადგან ის წარსულს უკავშირდება, ჩვენ კი აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.“
- 23 დეკემბერი 2019
- 5 407
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.