ზიდანი:„ჩემი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“
ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლო მატჩში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ. მთელ ენერგიას „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში ჩავდებთ და ვეცდებით, რომ აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ. ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე.“
„ბასკური კლუბის წინააღმდეგ გამოსვლის შემდეგ ფეხბურთელებს რამდენიმედღიან დასვენების საშუალებას მივცემ, შემდეგ კი სესიებს დავუბრუნდებით და უფრო ძლიერები ვიქნებით. 2020 წელს კლუბს დიდი გეგმები აქვს.“
„გუნდმა სეზონის სტარტისგან განსხვავებით ძალიან მოუმატა, რაც მახარეს. მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ საერთო სიტუაციით და ვთლვი, რომ კოლექტივი კარგ ფორმაშია, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ტაქტიკურად და რა თქმა უნდა გონებრივად. პროგრესი აშკარაა და მუშაობა გრძელდება.“
„ყველა მწვრთნელს საკუთარი ტაქტიკური ხედვა აქვს. მე ვთვლი, რომ სამეფო კლუბს ბურთის ფლობა შეუძლია და აქტიურ შეტევებსაც ახორციელებს, უბურთოდ თამაშის დროს კი თავს შესანიშნავად იცავს, რაც შედეგებზეც აისახება. ვფიქრობ, ჩვენ ამ მხრივაც წინ მივდივართ.“
„ხამესი აღდგენით პროცესს ასრულებს და სულ მალე დაგვიბრუნდება. კოლუმბიელის პრობლემა არც ისე მარტივი იყო, აქედან გამომდინარე, სიფრთხილე გვმართებს. ზუსტი ვადები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ნახევარმცველი გუნდთან ერთად გარკვეულ დატვირთვებს უკვე იღებს.“
„ისკომ ბოლო დროს ძალიან მოუმატა და სათამაშო დროც მიიღო. ზუსტად, ვიცი რა შეუძლია ესპანელს და რა კლასს ფლობს ის.“
„ვალვერდეს და პოგბას შედარება უბრალოდ არ შემიძლია. რატომ? იმიტომ, რომ ფრანგი „რეალის“ ღირსებას არ იცავს. ფედე ჩვენი აქტივია.“
„შარშანდელ სეზონში კლუბში ბევრი პრობლემა იყო, მიმდინარე მოვლენები რადიკალურად განსხვავდება შარშანდელი დეკემბრისგან. ჩვენ ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ ერთად ერთპიროვნული ლიდერები ვართ და გვსურს, რომ აღებულ გეზს არ გადავუხვიოთ.“
„ჩვენ „რეალი“ ვართ და ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგელობას, რომელიც დაკისრებული გვაქვს. ბედნიერი ვარ ყოველი დღით, რომელსა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვატარებ. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმ ადამიანების აზრებს, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენს შიდა სამზარეულოში არსებობს. მშვიდად მუშაობას განვაგრძობ და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვი.“
„არ არის გამორიცხული სამწვრთნელო საქმიანობაც უფრო ადრე დავასრულო, ვიდრე ამას ხალხი მოელის. ანალოგიური მოხდა ფეხბურთის შემთხვევაში. ყველას ეგონა, რომ კიდევ 4-5 წელი თამაში შემეძლო, მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო გახლდათ. ახლავე შემიძლია იმის თქმა, რომ 70 წლის ასაკში კვლავ მწვრთნელი არ ვიქნები, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ვიცი, როდის დავანებებ თავს ამ საქმიანობას.“
„პეპ გუარდიოლას სახით ჩემი მოწინააღმდეგე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის. ხოსეპი დიდებული ფეხბურთელი გახლდათ, მის წინააღმდეგ ფეხბურთელის რანგში არაერთხელ მიასპარეზია, ის დიდებული ფიგურა იყო. მომწონს გუარდიოლას სტილი და გუნდი.“
„დიახ, გოლების მხრივ „ელ კლასიკოში“ პრობლემა იყო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მადრიდული გუნდი მაინც ბევრს იტანს, რაც საკმარისია ლიდერობისთვის.“
„თუ რონალდუს „ელ კლასიკოს“ ყურებას ძაღლის გასეირნება ერჩივნა, მე მას ვურჩევ, რომ „ნოუ კამპზე“ განვითარებული მოვლენები კარგად შეაფასოს.“
„ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი შორეული დარტყმებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, ვინაიდან არაერთი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ძლიერ დარტყმას ფლობს.“
„არანაირი საჩივრები არ იქნება. ასევე უნდა ითქვას, რომ წარსული წარსულია. VAR სისტემას ვემხრობი და ვთვლი, რომ ეს ფეხბურთში წინგადადგმული ნაბიჯია. ყველაფერს კმოჰყვება განვითარება.“
- 22 დეკემბერი 2019
- 11 531
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.