მადრიდის „რეალში“ 13 ცვლილება მოხდება!!!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ 2020 წლის განმავლობაში მადრიდის „რეალში“ 13 ცვლილება მოხდება. ახალი წლის იანვრიდან დაწყებული, 31 აგვისტოთი დამთავრებული „ბლანკოსში“ ბევრ სიახლეს ვიხილავთ...
სამეფო კლუბიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელის წასვლა იგეგმება. მათ შორის არიან ისკო ალარკონი, ხამეს როდრიგესი, ლუკა მოდრიჩი, გარეთ ბეილი, მარიანო, ბრაჰიმ დიასი, ალვარო ოდრიოზოლა.
თავის მხრივ 7 გაშვებული ფეხბურთელის შემდეგ კლუბში სერიოზული სიახლეები უნდა იყოს.
კლუბის ინტერესთა არეალში არიან კრისტიან ერიკსენი (იანვარშივე), აშრაფ ჰაკიმი, მარტინ ოდეგორი, პოლ პოგბა, დონი ვან დე ბეეკი და კილიან მბაპე.
ერიკსენით, ოდეგორით, პოგბათი და ვან დე ბეეკით, ზიდანი იმ დიდი დანაკლისის შევსებას შეძლებს, რომელსაც მოდრიჩი-ხამესი-ისკოს ტრიოს წასვლა გამოიწვევს.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს, სამეფო კლუბში ის სცენარი განმეორდება, რომელიც 2009 წელს შედგა, როდესაც ფლორენტინო პერესმა კლუბის ძირითადი ბირთვი თავიდან ბოლომდე შეცვალა.
გეგმის მიხედვით, „ბლანკოსმა“ გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ მინიმუმ 250 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, რომლის სრულ ოდენობას და კიდევ დამატებით რესურსებს ახალი ფეხბურთელების მოყვანას მოახმარს.
- 21 დეკემბერი 2019
- 11 585
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.