„რეალის“ 6 მიზანი 2020 წლის იანვრის სატრანსფერო ბაზარზე!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ იანვარში მადრიდის „რეალი“ საკმაოდ აქტიური იქნება...
პირველი მიზანი
სამეფო კლუბის უპირველესი მიზანი იანვარში მარიანო დიასის გაშვება იქნება. წინახაზელზე პრეტენზიას რამდენიმე კლუბი აცხადებს. ყველაზე მეტად კი „ესპანიოლი“ აქტიურობს. 99,9%-იანი ალბათობით, დიასი „ბლანკოსს“ დაემშვიდობება.
მეორე მიზანი
ბრაჰიმ დიასის მარიანოს მსგავსად თითქმის არ თამაშობს და მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ზის. ამას ემატება ესპანელის გამუდმებული ტრავმები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერესს ბრაჰიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ის იანვარში კლუბს უნდა გამოემშვიდობოს.
მესამე მიზანი
მესამე მიზანს კარიმ ბენზემას კონტრაქტის გახანგრძლივება წარმოადგენს. სამეფო კლუბს სურს, რომ დააფასოს ფრანგი ფეხბურთელის ღვაწლი და ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომელსაც ვადა 2023 წლის 30 ივნისს ამოეწურება და კარიმის ხელფასი 2.3 მილიონი ევროთი გაიზრდება.
მეოთხე მიზანი
მეოთხე მიზანს ლუკა იოვიჩისა და პიერ ემერიკ ობამეიანგის გაცვლა წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად მიკელ არტეტა დაინიშნა, რომლის პოზიციაც ობამეიანგის გაშვებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.
მეხუთე მიზანი
მეხუთე მიზანი აშრაფ ჰაკიმის მომავლის გარკვევა გახლავთ. „დორტმუნდს“ მაროკოელის დატოვება სურს, მაგრამ ყველაფერი პერესის ხელშია. ვრცელდება ინფორაცია, რომ იანვარში სამეფო კლუბი BVB-ს საკუთარ გადაწყვეტილებას შეატყობინებს, რომლის შინაარსიც ჰაკიმის „ბლანკოსში“ დაბრუნებაში გამოიხატება, თუმცა „რეალი“ მაროკოელს სეზონის ბოლომდე აუცილებლად დატოვებს ბუნდესლიგაში.
მეექვსე მიზანი
სამეფო კლუბმა ხამეს როდრიგესთან ყველაფერი უნდა შეათანხმოს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კოლუმბიელმა სამეფო კლუბიდან წასვლა იანვარშივე ისურვოს. თავის მხრივ, ხამესის გაშვებაზე არც „რეალი“ აცხადებს უარს, თუმცა ამასთანავე დასძენს, რომ კოლუმბიელი 45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უნდა გაიყიდოს.
- 21 დეკემბერი 2019
- 3 218
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.