„ბარსელონაში“ სამეფო კლუბს საოცარი სტატისტიკა ჰქონდა
მადრიდის „რეალს“ „ბარსელონაში“ საოცარი სტატისტიკა ჰქონდა...
ზიდანის გუნდმა „ბარსელონას“ კარის აღება 17-ჯერ სცადა, იმ ფონზე, რომ კატალონიელების მაჩვენებელი მხოლოდ 9 არის.
„მერენგებმა“ კარში ზუსტად 4-ჯერ დაარტყეს, დანარჩენ შემთხვევაში კი ააცილეს. აღსანიშნავია, რომ ვალვერდეს გუნდმა კურტუას კარის ჩარჩოსკენ ბურთი მხოლოდ 2-ჯერ გაუშვა.
რაც შეეხება შეტევებს, სამეფო კლუბმა 134-ჯერ დაიწყო შეტევა, საიდანაც 76 შემთხვევში იერიშმა მწვავე ხასიათი მიიღო. ადგილობრივებმა ამ მხრივ 93 შეტევით დაგვამახსოვრეს თავი, რომელთაგანაც სახიფათო მხოლოდ 42 გახდა.
ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც „ბლაუგრანამ“ „ბლანკოსს“ აჯობა პასები იყო. ვალვერდეს გუნდმა 587 გადაცემა გააკეთა, „რეალმა“ კი 516, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიელების გადაცემების უმეტესობა საკუთარ ნახევარზე ხდებოდა, „რეალის“ კი შეტევით ფაზაში.
- 19 დეკემბერი 2019
- 5 787
- 61