ზიდანი:„„რეალმა“ გამარჯვება დაიმსახურა“
ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„სამწუხაროა, როდესაც შენი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ მატჩი 0-0 სრულდება. ახლა არ შემიძლია ყველა ეპიზოდის გახსენება, მაგრამ პირველიდან 90-ე წუთის ჩათვლით „ბლანკოსი“ დომინირებდა.“
„მსაჯების გადაწყვეტილებებს არ შევაფასებ, ვინაიდან მატჩი დასრულებულია და აზრი არ აქვს.“
„მატჩის შემდეგ ვალვერდე ჩემთან მოვიდა, წარმატებები მისურვა და დასძინა, რომ დღეს „რეალის“ საღამო იყო და არა მისი გუნდის.“
„ბეილმა ასე თამაში უნდა განაგრძოს. უელსელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ძალები და ის ფაქტი, რომ კოლექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.“
„ვამაყობ ყველა ფეხბურთელით. გასახდელში შესვლის შემდეგ ყველა შეგირდს გადავეხვიე და შესანიშნავი თამაში მივულოცე. დიახ, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მატჩის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.“
- 19 დეკემბერი 2019
- 6 291
- 11