ზიდანი:„„ნოუ კამპზე“ „„რეალის“ საუკეთესო ვერსიას იხილავთ“
ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისათვის, რომ თამაშის ხარისხი გაგვეუმჯობესებინა. ვფიქრობ, რომ წინსვლა კიდევ შეგვიძლია, მაგრამ „ელ კლასიკოსაც“ კარგ ფორმაში ვხვდებით.“
„სტადიონზე „ბარსელონასთან“ მისვლა? ასეთი რამ „ელ კლასიკოში“ არასდროს გამიგონია, მაგრამ წესებს უნდა დავემორჩილოთ, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული.“
„მსაჯებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ. არ ვეთანხმები იმ ბანერების შინაარსს, რომელიც სტადიონებზე ხშირად არის გამოფენილი.“
„ვალვერდე არ არის პოგბა. ის არის ფედერიკო. ფეხბურთელი, რომელიც აღმოვაჩინეთ და საოცარ თვისებებს ფლობს.“
„„ელ კლასიკოს“ წინ არაფერი მაწუხებს. მოხარული ვარ, რომ შესანიშნავი მატჩი გველის წინ.“
„„ბარსელონას“ პრეტენზიები? ეს მათი საქმეა. მსაჯებზე საუბარს ვერ დავიწყებ.“
„„რეალმა“ „ნოუ კამპზე“ თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოს. ჩვენ უნდა ვიხილოთ „ბლანკოსის“ ყველაზე კარგი ვერსია.“
„ბეილი კარგად ემზადება. ჯერ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა „ნოუ კამპზე“, ამას ხვალ გადავწყვეტ.“
„„რეალი“ „ნოუ კამპზე“ უკეთესად თამაშობს? ამას ვერ გეტყვით. ალბათ უკეთესად მაშინ ვთამაშობთ, როდესაც ყველა რგოლი მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„ჩემი დაბრუნების შემდეგ პირველ „ელ კლასიკოს“ გავმართავ. მსურს, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშოს და სასურველ შედეგს მიაღწიოს.“
- 17 დეკემბერი 2019
- 8 870
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.