დელ ბოსკე:„„სიტის“ სახით „რეალს“ არც ისე მძიმე მეტოქე შეხვდა“
ვისენტე დელ ბოსკეს განცხადებით, მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არც ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა...
„მე ვთვლი, რომ „სიტის“ სახით „რეალს“ არც ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა. მერწმუნეთ, ზიდანის გუნდს გაცილებით რთული მატჩების გამართვა მოუწევს „იუვენტუსის“, „ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ წინაღმდეგ. სამივე გუნდი ევროსარბიელზე უდიდეს გამოცდილებას ფლობს, რასაც ვერ ვიტყვით პეპის კოლექტივზე, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავია.“
„„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი ჯერ კიდევ არ დავიწყებია. ანალოგიურის თქმა შეიძლება „იუვენტუსზეც“, რომელიც Play Off-ში ხშირად გამხდარა „ბლანკოსის“ გადაულახავი ბარიერი.“
„რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნს“. ეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე კარგად სწორედ სამეფო კლუბთან თამაშობს.“
- 17 დეკემბერი 2019
- 2 370
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.