პარეხო მშობლიურ გუნდში ბრუნდება
გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დანიელ პარეხო მშობლიურ "ბლანკოსს" დაუბრუნდება.
ახალგაზრდა ესპანელი ნახევამრცველი, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "ხეტაფეში" გადაბარგდა."რეალის" ხელმძღვანელობის სურვილია, რომ ფეხბურთელი ისევ სამეფო კლუბში დაბრუნდეს.დონ ფლორენტინოს კანტერანოსის წამოყვანა მეორე მადრიდული გუნდიდან, სულ რაღაც 5 მილიონი დაუჯდება.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ანალოგიურ სიტუაციში იყო, გასულ წელს, ესტებან გრანერო."ელ პირატიც" ერთ წლიანი "მოგზაურობის" შემდეგ კვლავ "თეთრების" რიგებში ჩარიცხეს.
- 4 მაი 2010
- 1 482
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.