36-ე ტურის მეტოქე - "მალიორკა"
მალიორკა არის "ლა ლიგის" აღმოჩენა, რადგან ის არის მე-4 ადგილზე და 3 თამაში აქვს გასამართი.
"მადრიდის რეალი" მალიორკას ოთხშაბათს ესტუმრება, სადაც მალიორკა შეეცდება მოგებას, რომ ადგილი განიმტკიცოს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრ ზონაში. 35 თამაშში მალიორკამ მოიპოვა იმის უფლება, რომ ითამაშოს ევროპის ლიგაზე 100 პროცენტით, ასევე დასაშვებია მათი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც. ისინი სიკვილამდე იბრძოლებენ 3 დარჩენილ მატჩში, რომელიც გასამართი აქვთ მადრიდის რეალთან, დეპორტივოსთან და ესპანიოლთან.
ონო ესტადი არის მათი წარმატების გასაღები. მალიორკა საუკეთესოა შინ ჩატარებული თამაშებით, რეალისა და ბარსელონას შემდეგ. მათ სახლში აქვთ მოგებული 14 თამაში, ფრედ დაამთავრეს 1 და წააგეს 2 თამაში.მათ გაიტანეს 39 გოლი და 11 - გაუშვეს. კუნძულზე მათ აქვთ მოპოვებული 43 ქულა. მარტო სევილიამ და ბარსელონამ სძლეს მათ საკუთარ მოედანზე.
გრეგორიო მონზანოს სათამაშო გეგმა არის ასეთი: 4-4-2. აოუატე შესანიშნავად ინახავს მშრალად კარებს და ამ მონაცემით მისი გუნდი ლა ლიგაში მე-4 ადგილზეა. ნუნეზი არის დაცვის ბურჯი. მარტი და ბორხა ვალერო შეუსრულებელ სამუშაოს აკეთებენ ნახევარდაცვაში. ისინი ეხმარებიან შეტევების განხორციელებაში ჩორი კასტროსსა და ადურიზს.
მალიორკას ზედიზედ 6 თამაშია, რაც არ წაუგია. ყველაზე დიდი ანგარიშით მათ სძლიეს ატლეტიკის ბილბაოს სან მამესზე ანგარიშით 1-3. ისინი შეხვდნენ მადრიდის რეალს 49-ჯერ, აქედან თეთრებმა 30-ჯერ იმარჯვეს, 1-ხელ ფრე ითამაშეს და 9-ჯერ წააგეს. მაგრამ საკუთარ კედლებში მალიორკას აქვს უპირატესობა. გუნდები 24 ჯერ შეხვდნენ კუნძულზე ერთმანეთს სადაც მასპინძლებმა 12-ჯერ მოიგეს, 7-ჯერ ფრე ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს. მიუხედავა ამისა, მადრიდისტებმა წინა სეზონში კუნძულზე მალიორკას 0-3 სძლიეს.
წყარო: realmadrid.com
- 4 მაი 2010
- 1 701
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.