როდრიგო:„ჰეთ-თრიკი ჩემ ცხოვრებაში დაუვიწყარია“
როდრიგო გოეშმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა...
„ჩემმა მშობლებმა ძალიან ბევრი იმუშავეს იმაზე, რომ ვყოფილიყავი იმ დონის ფეხბურთელი, როგორიც ახლა ვარ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები და უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ.“
„ესპანური ენის სწავლა დავიწყე. როდესაც აქ ჩამოვედი 100-მდე ჟურნალისტი დამხვდა, ყველა ჩემ სახელს იძახდა, მე კი მათი არ მესმოდა. ძალიან აღელვებული ვიყავი.“
„დებიუტი არასდროს დამავიწყდება. ზიდანი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მოედანზე მაქსიმუმი გამეღო. მალევე გოლი გავიტანე, რამაც ძალიან გამაბედნიერა, ის მომენტი ჩემ ცხოვრებაში სამუდამოდ ჩაიწერა.“
„„გალათასარაისთან“ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ თავი სიზმარში მეგონა. აზარი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ პოკერი უნდა შემესრულებინა. ყველა ჩემ სახელს ყვიროდა და ბედნიერი ვიყავი.“
„როდესაც ზიდანი პირველად ვნახე, ვნერვიულობდი და ვკანკალებდი, იქამდე ფრანგი მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი, დღეს კი მის რჩევებს ვიღებ.“
„იღბლიანი ვარ, რადგან გუნდში ვინიციუსი, კაზემირო და მარსელო დამხვდნენ. ამ უკანასკნელმა სიმშვიდე მომგვარა. კაზემირო უდიდეს გამოცდილებას ფლობს, ვინი კი ჩემს ადაპტაციაში დიდ როლს თამაშობს.“
„პრეზენტაციის დღე ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ეს მომენტები ძალიან ლამაზი იყო.“
„ვფლობ სისწრაფეს, ტექნიკას და დარტყმას. ვთვლი, რომ განვითარება შემიძლია და ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.“
- 10 დეკემბერი 2019
- 1 131
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.