ოპტიმალური სამეულის ძიებაში
ზინედინ ზიდანს ედენ აზარის ტრავმის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა...
ფრანგი ლეგენდა ოპტიმალური წინა ხაზის ძიებაშია. ზიზუმ უკვე მოსინჯა როდრიგოს, ბენზემასა და ვინიციუსის დებიუტი, მაგრამ ამასთანავე კარგად აცნობიერებს, რომ „ელ კლასიკოს“ დონის მატჩში, ორ ახალგაზრდა, გამოუცდელ ბრაზილიელზე დაყრდნობა სარისკო იქნება.
ბეილი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა და გამოცდილებას აქვს, მაგრამ მისი მოტივაცია ნულის ტოლია და ამ შემთხვევაში „ნოუ კამპზე“ უელსელის თამაში რამდენად მიზანშეწონილია, ნამდვილად საკითხავია.
ლუკა იოვიჩთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში კითხვები მოხსნილია, ის მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და „ბარსელონას“ პირველივე წუთებიდან არცერთ ვარიანტში არ შეუტევს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიზუ „ბარსელონასთან“ 4-4-2 სქემას გამოიყენებს, სადაც მის განკარგულებაში კაზემირო, ვალვერდე, კროოსი და მოდრიჩი იქნებიან, წინა ხაზს კი ბენზემა-ვინიციუსის ან ბენზემა-როდრიგოს დუეტი გაამაგრებს.
- 9 დეკემბერი 2019
- 2 531
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.