„რეალი“ 6 ფეხბურთელს ყიდის და 200 მილიონ ევროს მიიღებს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ გეგმებში 6 ფეხბურთელის გაყიდვა და 200 მილიონი ევროს მიღებაა...
ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერების გამო, „ბლანკოსს“ გარკვეულწილად უარყოფითი ბალანსი აქვს.
პერესმა ხარჯის მხრივ 300 მილიონ ევროს გადააჭარბა, გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ კი 150 მილიონ ევრომდე მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ედენ აზარის ტრანსფერი ივნისში შედგა და მასში დახარჯულმა თანხამ, წინა წლის ბალანსი დაფარა, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა რისკების გაწევას არ აპირებს.
ზაფხულში „ბლანკოსი“ სერიოზული ტრანსფერების გაჩარხვას გეგმავს, აქედან გამომდინარე, იძულებულია, რომ ბევრი ფეხბურთელი გაუშვას და მინიმუმ 200 მილიონი ევრო მიიღოს.
ფლორენტინო პერესი მარიანო დიასის, ბრაჰიმ დიასის, ხამეს როდრიგესის, ისკო ალარკონის, ალვარო ოდრიოზოლას და გარეთ ბეილის გაშვებას გეგმავს.
ბრაჰიმ დიასის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა, ანალოგიური თანხა ღირს მარიანოც. ისკო ალარკონისა და ხამესი როდრიგესის შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
ოდრიოზოლას ფასი 25 მილიონ ევრომდე მერყეობს, გარეთ ბეილის კი 60-70 მილიონი ევრო.
თუ ყველაფერი პერესის გეგმის მიხედვით წარიმართება, „რეალის“ ბიუჯეტის შევსება 200 მილიონ ევროსაც გადააჭარბებს.
- 7 დეკემბერი 2019
- 6 579
- 6