ზიდანი:„დიდი პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ შემართება ისევ ისეთი გვაქვს“

ზინედინ ზიდანმა „ესპანიოლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ყველა გუნდი გაორმაგებული მოტივაციით თამაშობს, ამიტომ ჩვენ ვერ დავისვენეთ. „ესპანიოლთან“ დაპირისპირებაში „ბლანკოსის“ საუკეთესო ვერსია უნდა ვიხილოთ, სხვაგვარად შედეგს ვერ მივაღწევთ.“

„კატალონიური კლუბი ცხრილის ფსკერზეა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეს პოზიცია არ შეესაბამება იმ ძალას, რომელიც „ესპანიოლს“ აქვს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც მათ ფეხბურთელებს შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს სიტუაციის გართულება შეეძლება, ამიტომ პირველივე წუთებიდან უპირატესობაზე უნდა ვიფიქრო.“

„ყოველი დღე, „რეალის“ მწვრთნელის რანგში ჩემთვის დიდი საჩუქარია. აქ ყოფნა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის სტატუსით ძალიან მსიამოვნებს.“

„ამ ეტაპზე სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ მოტივაცია და შემართება იგივეა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნით არსებული დანაკლისი თამაშის ხარისხზე არ აისახოს.“

„ვინიციუსი კარგად, არის ბრაზილიელი განაცხადში მოხვდება და არ არის გამორიცხული მეტოქის წინააღმდეგ თამაშის შანსიც მიიღოს. ვეცდები, მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო.“

„მენდი გუნდში კარგად ადაპტირდა, მისი პროგრესი აშკარაა. მიმდინარე სეზონში, მარსელომ უკვე 4-ჯერ მიიღო ტრავმა და ყველა შემთხვევაში ფერლანდი ბრწყინვალე იყო. ერთადერთი პრობლემა, რომელიც მენდის აქვს, ესპანური ენის არცოდნაა. ფერლანი სწრაფ ტემპში ცდილობს ესპანურის დაუფლებას.“

„იანვრის ტრანსფერებზე ახლა ნუ მეკითხებით.დეკემბრის თვეში საკმაოდ სერიოზული მატჩები გვაქვს და არ ვაპირებ, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციებზე თემას გადავუხვიო და სხვა საკითხებზე ვისაუბრო, ამის დრო სხვა გარემოშიც გვექნება.“

„კაზემიროს 4 ყვითელი ბარათი აქვს, რაც რა თქმა უნდა შეიცავს რისკებს. ბრაზილიელს ადრე თუ გვიან ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს.“

„სისტემა მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ მერწმუნეთ, უმთავრესი ფეხბურთელების შემართება და მოტივაცია გახლავთ. ვარჯიშებზე გუნდი რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს გადის და კონკრეტულ მატჩს, კონკრეტულ სქემას და შემადგენლობას ვარგებ.“

„მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები მყავს, მათ იციან, როგორ 4-4-2 სისტემით თამაში, ასევე 4-3-3, 4-5-1 და ასე შემდეგ.“

„სამეფო კლუბს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო შტაბი ჰყავს და არცერთი პერსონის ბრალი არ არის ფეხბურთელების ტრავმიანობა. კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ხშირად 3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევს. ვერასდროს გაიგებ, რა დატვირთვას შეიძლება გაუძლოს კონკრეტულმა ფეხბურთელმა კონკრეტულ მომენტში. მთავარი ის არის, რომ მოთამაშეები იცავენ კვების რაციონს, ვარჯიშობენ გეგმის მიხედვით და ყველა დირექტივას პირნათლად ასრულებენ.“

„მარსელოს და ბეილის არყოფნა ძალიან დიდი პრობლემა იქნება „ელ კლასიკოში“. ბრაზილიელის და უელსელის გარეშე ჩვენი შანსი კატასტროფულად შემცირდება. იმ გარემოებას უკვე შევეჩვიეთ, რომ ედენი გამოგვაკლდა, მისი ოცნება „ბარსელონასთან“ თამაში იყო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.“

„აზარი ბრწინვალე ფორმაში შედიოდა და ყველა თამაშში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევდა. ბელგიელის გამო ძალიან ვნერვიულობ.“

„ბეილი სათამაშოდ მზად არ არის, მისი „ესპანიოლთან“ თამაში კვირის დასაწყისშივე გამოირიცხა.“

  • Bernabeu
  • 7 დეკემბერი 2019
  • 4 202
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)