მადრიდის 12 ნახევარმცველი
როსტონ დრენტე, მამადუ დიარა, ფერნანდო გაგო, ლასსი, ხაბი ალონსო, გუტი, ესტებან გრანერო, უესლი სნეიდერი, კრიშტიანო რონალდო, კაკა, არიენ რობენი და რაფაელ ვან დერ ვაარტი. თორმეტი ნახევარმცველი– 13, თუ ჩავთვლით დე ლა რედის, რომელიც ამ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს.
პელეგრინს გააჩნია საკმარისი რესურსი იმ ფეხბურთელების სახით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თამაშის ორგანიზაციასა და წარმართვაზე. ამასთანავე პელეგრინმა ნათლად განაცხადა, რომ ვან დერ ვაარტზე იმედებს არ ამყარებს. ჰოლანდიელმა წინა კვირას აღიარა , რომ მადრიდის რეალში დარჩენაზე აღარ ფიქრობს და ნათლად გამოხატა კლუბის დატოვების სურვილი. რაფაელი ტორონტოში კლუბთან ერთად არ გაფრენილა.
ასევე ცხადია, რომ ამ სიიდან ჩილელის მიერ დრენტე გამოყენებულ იქნა წინასასეზონო შეხვედრებში,როგორც მარცხენა მცველი. სიაში არ არიან მარსელო და იგუაინი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ნახევარდაცვაში თამაში–ბრაზილიელი, როგორც მარცხენა გარემარბი, ხოლო არგენტინელი კი მარჯვენა გარემარბი. ეჭვგარეშეა, რომ რეალის ნახევარდაცვის ხაზი ყველაზე უკეთაა დაკომპლექტებული.
12–დან მხოლოდ 4 ფეხბურთელს შეუძლია ფლანგებზე თამაში:რონალდუ, რობენი, გრანერო და დრენტე. ამავდროულად კი დანარჩენი რვა ფეხბურთელი თავისუფლად ითამაშებს მოედნის ცენტრში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალის შტატში ამ ეტაპზე 27 ფეხბურთელია , საიდანაც ორმა აუცილებლად უნდა დატოვოს შემადგენლობა.
ყველანი თანხმდებიან იმაში, რომ ვან დერ ვაარტის გარდა, კლუბის დატოვების ყველაზე დიდი შანსი კიდე ალვარო ნეგრედოს აქვს. შეიძლება იგი დარჩეს, თუ რეალიდან წავა რუუდ ვან ნისტელროი.

წყარო: elconfidential.com
- 7 აგვისტო 2009
- 4 003
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.