რონალდო: "გუნდი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ოსასუნასთან"
94 მილიონიანი ფეხბურთელი მწვავე კომენტარებს არ იშურებდა, მისი გუნდის და საკუთარი თავის მიმართ.
მატჩის შემდგომ კომენტარში marca-სთან ,სუპერვარსკვლავმა მისი გუნდის თამაში შეაფასა "ძალიან ცუდად".
მიუხედავად იმისა, რომ მათ თამაში მოიგეს და მან დუბლი გაიფორმა, ის, მაინც კრიტიკული იყო მისი გუნდის მიმართ. "ჩემი აზრით გუნდი ძალიან ცუდად თამაშობდა. მე მაქვს ლაპარაკი შეტევაზე, ნახევარდაცვაზე და დაცვაზე. არ უნდა მიგვეცა მათთვის უფლება, რომ გოლი გაეტანათ, სწორედ ამიტომ ჩავვარდით განსაცდელში. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ვიბრძვით "ლა ლიგის" ტიტულისთვის და უნდა ვიყოთ უფრო მეტად კონცენტრირებულები. ეს აღარ უნდა განმეორდეს, იმიტომ, რომ სხვა დროს აღარ გაგვიმართლებს. ყველა ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ."
"შენ თუ სეზონის ამ დროს დათმობ ქულებს, შენ დაკარგავ ტიტულს. მადლობა ღმერთს, რომ შევძელით მესამე გოლის გატანა და მატჩის მოგება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებათა სერია. ბარსელონა დიდებული კლუბია, მაგრამ დიდებული გუნდებიც აგებენ. ვიმედოვნებთ, რომ ბარსა დაკარგავს ქულებს და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ყველაზე კარგი რაც ბოლო თამაშში გამოგვივიდა, ეს არის 3 ქულის აღება."
მადრიდის ნახევარმცველ გაგომ ექო მისცა კრისტიანოს კომენტარს. "ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიგებდეთ არა ამდენი ტანჯვით," განაცხადა გაგომ. "სეზონის დასასრულს ყველა თამაში ფინალის ტოლფასია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებათა სერია და მოვიგოთ სამივე მატჩი. დღეს ოსასუნამ მარცხი განიცადა და ჩვენ შევძელით მესამე გოლის გატანა. რაც დარჩა, იმისთვის უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა."
წყარო: "goal.com"
- 3 მაი 2010
- 2 154
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.