რთული დეკემბერი დაიწყო
მადრიდის „რეალისთვის“ 2019 წლის ბოლო თვე საკმაოდ მძიმე იქნება...
7 დეკემბერს „ბლანკოსი“ თვის პირველ მატჩს „ესპანიოლის“ წინაარმდეგ გამართავს, ამ მატჩის შემდეგ 11 დეკემბერს ზინედინ ზიდანის გუნდი ბელგიას ესტუმრება და ადგილობრივ „ბრიუგესთან“ გაარკვევს უძლიერესის ვინაობას.
15-ში „ბლანკოსის“ მეტოქე „ვალენსია“ იქნება, 18-ში „ელ კლასიკო“ შედგება, 22 დეკემბერს კი „მერენგები“ წლის ბოლო დაპირისპირებას გამართავენ, მეტოქე კი „ბილბაო“ იქნება.
როგორც ვხედავთ, სამეფო კლუბს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს, ერთადერთი მატჩი, სადაც „რეალს“ ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა „ბრიუგესთან“ გაიმართება, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაფერი გარკვეულია.
- 1 დეკემბერი 2019
- 3 077
- 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.