ლუკა იოვიჩი იანვარში შესაძლოა „ვალიადოლიდში“ გადავიდეს
რამდენიმე გამოცემა აქტიურად იუწყება, რომ ლუკა იოვიჩი მადრიდული ცხოვრების ძალიან უკმაყოფილოა და მისი კარიერა რეგრესისკენ მიდის...
ამ ყველაფრის ფონზე, სამეფო კლუბი „ვალიადოლიდთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც სერბი ფორვარდის იჯარას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, იოვიჩი იანვარში „ბლანკოსს“ 6 თვიანი იჯარის წესით დატოვებს და „ვალიადოლიდს“ შეუერთდება, „რეალში“ კი ივლისის მეორე ნახევარში დაბრუნდება, რათა პრე-სეზონის მზადებაში ჩაერთოს.
ინფორმაცია ოფიციალურად რა თქმა უნდა არ დასტურდება, თუმცა შეთანხმება სავსებით რეალურია.
- 28 ნოემბერი 2019
- 4 462
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.