ახალი სკანდალი - მბაპემ „რეალის“ „7“ ნომრიან მაისურს ხელი მოაწერა
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კილიან მბაპეს ქმედებამ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა აღაშფოთა...
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული პაექრობის შემდეგ სამეფო კლუბის ქომაგმა კილიანს თეთრი მაისური უბოძა, სადაც მბაპეს გვარი და 7 ნომერი იყო გამოსახული. კილიანმა „რეალის“ ქომაგს მაისურზე ავტოგრაფი მისცა.
მსოფლიო ჩემპიონის ქმედება მაშინვე გავრცელდა და „პსჟ“-სგანაც მყისიერი რეაქცია მოჰყვა.
- 28 ნოემბერი 2019
- 9 082
- 7