„რეალი“ 2-2 „პსჟ“ [სტატისტიკა]
მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირებაში საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ზიზუს გუნდი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ტუხელის...
სამეფო კლუბმა კარისკენ 23-ჯერ დაარტყა იმ ფონზე, რომ ტუხელის ფეხბურთელებმა ეს მხოლოდ 8-ჯერ მოახერხეს. 23 დარტყმიდან 13 შემთხვევაში თამაშში პარიზელთა მეკარე ჩაერთო, 10-ჯერ კი დარტყმული კარს ასცდა.
ზიზუს გუნდს ბურთის ფლობის მხრივ მცირე უპირატესობა ჰქონდა, რომელიც 52%-ში აისახა.
ასევე აღსანიშნავია გადაცემების რაოდენობა. ზიზუს ფეხბურთელებმა ჯამში 723 პასი გააკეთეს, საიდანაც 635 ადრესატამდე მივიდა.
„რეალმა“ შეტევა 159-ჯერ წამოიწყნო და 94 შემთხვევაში იერიშმა სახიფათო ხასიათი მიიღო.
რაც შეეხება კუთხურებს. „მერენგებმა“ 9 კუთხური ჩამოაწოდეს, იმ ფონზე, რომ პარიზელები მხოლოდ 5 კუთხურით შემოიფარგლნენ.
- 27 ნოემბერი 2019
- 1 803
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.