ზიდანი:„ჩვენ 3 ქულას ვიმსახურებდით, „პსჟ“-ს ბევრად ვაჯობეთ“
ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-სთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ რიგში უნდა შევეხოთ ედენ აზარს. ბელგიელი ფეხბურთელი დაშავდა. ვნერვიულობ, ვინაიდან ეს ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ახლაც ველოდები გამოკვლევის შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“
„ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ 3 ქულას მოვიპოვებდით, მაგრამ ზუსტად 5 წუთიანმა ჩავარდნამ ყველაფერი შეცვალა. დღეს ყველა ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ.“
„ისკო ალარკონი ძალიან კარგად მოძრაობდა. ესპანელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.“
„კეილორის კარგი თამაში არ მიკვირს. არაერთხელ მითქვამს, რომ კოსტარიკელი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მისთვის ბერნაბეუზე თამაში მარტივი არ იყო, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად შეასრულა.“
„კიდევ შეყვარებული ვარ თუ არა მბაპეზე? რა თქმა უნდა, ის დიდებული ფიგურაა.“
„მეორე ტაიმში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მატჩის ბედი ჩვენმა მოდუნებამ გადაწყვიტა. მნიშვნელოვანია, რომ 1/8 ფინალში უკვე გავედით, მაგრამ გუნდის თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, გამარჯვებაზე პრეტენზია ლოგიკური იყო.“
„ვალვერდე ჩვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღებია, ის შესანიშნავად გამოდის და გუნდს დიდ დახმარებას უწევს.“
- 27 ნოემბერი 2019
- 4 315
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.