ზიდანი:„მბაპე უმაღლესი კლასის წინახაზელია, მასზე შეყვარებული ვარ“
ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„სიტუაცია ამინდივით იცვლება, აქედან გამომდინარე, არასდროს არავინ იცის, რომელი კლუბი როგორ ფორმაში შეხვდება კონკრეტულ დაპირისპირებას. ჩვენი გული და გონება მიმართულია პარიზელებთან მატჩზე და მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს.“
„შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მათ შორის სერხიო რამოსიც. კაპიტანმა „სოსიედადთან“ მატჩში ზუსტად ვერ გათვალა სიტუაცია, რომელიც მოედანზე ვითარდებოდა.“
„მბაპე? ის მეტოქის რანგში მოდის. ფრანგზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ მე მას „რეალში“ ვხედავ. ადრე თუ გვიან ეს მოხდება.“
„მოთხოვნები იზრდება, თუმცა სამეფო კლუბიც პროგრესირებს. გარეთ ბეილის მიმართ სასტვენები აღარ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, უელსელს ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს.“
„ლა ლიგის ბოლო მატჩებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ „პსჟ“-ს დავამტკიცოთ საკუთარი კლასი, ეს უმნიშვნელოვანესი იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე 3 ქულის მოპოვება ყველაფერს შეცვლის.“
„სეზონის დასაწყისიდან დასტურდება, რომ „პსჟ“ ამბიციური გუნდია და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრირებული თამაში გვმართებს.“
„დიახ, მბაპეზე შეყვარებული ვარ, მაგრამ ის ხვალ მეტოქე იქნება და ვეცდებით, მაქსიმალურად გავანეიტრალოთ.“
„ითამაშებს თუ არა ბეილი? ამაზე შეგვიძლია ხვალ მივიღოთ ინფორმაცია. ჯერ-ჯერობით შემადგენლობის ფორმირება არ დამისრულებია.“
„ვალვერდე და როდრიგო ახალგაზრდები და ძალიან ენერგიული მოთამაშეები არიან. ვფიქრობ, მათ დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა ყველაფერი წინ არის.“
„ჩემი დავალება ფეხბურთელების მისამართით 90 წუთი ინტენსიური თამაში იქნება. მოედანზე გასვლის წინ ყველა ფეხბურთელს ვეტყვი, რომ თითოეული წამი მნიშვნელოვანია და ყურადღებით იყვნენ.“
- 25 ნოემბერი 2019
- 5 096
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.