„ტოტენჰემი“ ბეილში 80 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს
ლონდონური „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს უპირველესი მიზანი გარეთ ბეილის დამატებაა, მაგრამ დანიელ ლევი უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 80 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს...
ლონდონში კარგად ხვდებიან, რომ „რეალი“ იძულებულია ბეილი გაუშვას და მასშინ ამხელა თანხის გადახდას სწორედ ამიტომ არ გეგმავს.
„ტოტენჰემს“ ალტერნატიული წინადადება აქვს, რითიც ფიქრობს, რომ მადრიდულ მხარეს დააინტერესებს.
ლევი მზად არის, ბეილის სანაცვლოდ კრისტიან ერიკსენი დათმოს და გარდა ამისა „ბლანკოსის“ ბიუჯეტში 25 მილიონი ევრო ჩარიცხოს.
- 24 ნოემბერი 2019
- 1 643
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.