ვალვერდე:„ძალიან კარგ ფორმაში ვართ და „პსჟ“-სთან აუცილებლად გავიმარჯვებთ“
ფედერიკო ვალვერდემ „სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ჩვენ უკვე ჩავატარეთ რამდენიმე თამაში, რომელმაც აჩვენა რომ ძალიან მოვუმატეთ და საკმაოდ ძლიერი გუნდი ვართ. მზად ვარ, მივიღოთ „პსჟ“ და აუცილებლად დავამარცხოთ, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე 3 ქულის მოპოვება ბევრს ნიშნავს.“
„მატჩის სტარტი საუკეთესო ნამდვილად არ იყო, მაგრამ მთავარი შემდეგ განვითარებული მოვლენებია.“
„სიმართლე გითხრათ, ამ მატჩს ძალიან დიდი ენერგია მოვახმარე და შედეგით კმაყოფილი ვარ.“
„ძალიან გამიხარდა, როდესაც გოლი გავიტანე. საკმაოდ გამიმართლა და მნიშვნელოვანი გოლის გატანა გამომივიდა. კაზემირო და მოდრიჩი ძალიან მეხმარებიან და ბევრ ასპექტს ვხვეწავ.“
„„სოსიედადი“ საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა დღეს დომინანტი „რეალი“ იყო. აღსანისნავია, რომ ეფექტურები ვიყავით, როგორც ბურთთან ერთად, ასევე ბურთის გარეშე.“
„გარეთმა ძალიან ეფექტურად ითამაშა. ის წუთები, რომელიც უელსელმა ფეხბურთელმა მოედანზე გაატარა ძალიან კარგი იყო, თუმცა ქომაგების მხრიდან გამოხატულმა აგრესიამ ყველა დაგვამწუხრა. ბეილს გუნდი მხარს უჭერს და ქომაგებს მოვუწოდებთ, რომ მსგავსი ფრაზებით ჩვენს თანაგუნდელს აღარ მიმართონ.“
„გამარჯვება დიდი მოტივაციაა, წინ კი ჩემპიონთა ლიგა გველის.“
- 24 ნოემბერი 2019
- 1 519
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.