ზიდანი:„რაც „რეალის“ მწვრთნელი ვარ, ასეთი აგრესია ქომაგების მხრიდან არ მინახავს“
ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან„ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და პირველივე წუთებზე მოულოდნელი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. ამ მომენტს შესაძლოა ბევრი რამ აერია, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენს გეგმებში იყო. მადრიდის „რეალმა“ ურთულესი მეტოქის წინააღმდეგ 3 ქულა მოიპოვა და ბრძოლას განაგრძობს.“
„აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი გულშემატკივართა საშინელ ქცევას. მას შემდეგ, რაც „რეალის“ მწვრთნელად დავინიშნე, ასეთი აგრესია არასდროს მინახავს. გარეთ ბეილის მიმართ საშინელი სიტყვები ისმოდა. ჩვენ ერთიანი ორგანიზმი ვართ და ქომაგების გარეშე ვერ ვიქნებით ისეთი ძლიერები, როგორიც მათთან ერთად. მოვუწოდებ ყველა ფანს, გაიხსენოს განვლილი წლები და დააფასოს ბეილი.“
„დიახ, გარეთი არ იმჩნევდა არსებულ მდგომარეობას და კლუბის გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ მომხდარი პრეცენდენტი ძალიან სამწუხაროა.“
„არ ვიცი, ვინ არის საუკეთესო, მაგრამ ფაქტია, რომ დროის გასვლასთან ერთად კარიმ ბენზემა კიდევ უფრო უმატებს და კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, ფრანგი უდიდეს ძალას წარმოადგენს.“
„მარტინ ოდეგორი აშკარა პროგრესს აჩვენებს, ნორვეგიელი არამხოლოდ დღეს, არამედ მთელი სეზონის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„აზარი ყოველ მატჩში უმატებს და ეს ბუნებრივიცაა. ბელგიელი ფეხბურთელი ეტაპობრივად ადაპტირდება.“
- 24 ნოემბერი 2019
- 6 303
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.