ბეილი კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცა
გარეთ ბეილის და მადრიდის რეალის ურთიერთობა მუდმივად უარესდება, სანაკრებო პაუზის დროს კი უელსელმა ვინგერმა ცეცხლს ნავთი კიდევ ერთხელ დაასხა.
უელსის გამარჯვების აღნიშვნისას, გარეთს ხელში დროშა ეჭირა, სადაც ეწერა „უელსი, გოლფი, მადრიდი - ამ თანმიმდევრობით.
კლუბის ხელმძღვანელობისგან უკმაყოფილება ბუნებრივი იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პროტესტი გაჩნდა გულშემატკივრებში, რომლებიც დიდი ალბათობით, გარეთ ბეილის ბერნაბეუზე გამოჩენის შემთხვევაში, ფეხბურთელს ძლიერ ობსტრუქციას მოუწყობენ.
ზიდანს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, დააყენებს თუ არა ბეილს სოსიედადთან მატჩში. უელსელი ფეხბურთელი ფიზიკურად აშკარად მზადაა - აზერბაიჯანთან და უელსთან მატჩებში იგი ძირითად შემადგენლობაში იყო.
ერთი არჩევანი ბეილის ძირითადში ინტეგრაცია და ამ საქციელის პატიებაა, ხოლო მეორე შემთხვევაში ზიდანს შეუძლია გარეთი დასაჯოს და დანარჩენ ფეხბურთელებს ეს შემთხვევა მაგალითად მისცეს.
გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!
- 22 ნოემბერი 2019
- 2 097
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.