ექსკლუზივი - ახალი ნეიმარი „რეალში“ გადადის!
ახალი ნეიმარი - სწორედ ასე უწოდებენ ბრაზილიაში ფეხბურთელს, რომლისთვის „რეალი“, „პსჟ“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“ და „ატლეტიკო“ იბრძვიან...
საქმე ეხება 2002 წელს დაბადებულ ტალანტს, რომელიც ბრაზილიაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და საოცარი ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა.
მადრიდის „რეალის“ პოლიტიკა, რომელიც ბრაზილიელი ტალანტების დამატებისკენ არის მიმართული ფაქტია, რომ ამართლებს და ფლორენტინო პერესი ამ გზის გაგრძელებას გეგმავს.
რეინიერის სანაცვლოდ „ბლანკოსი“ 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, რაც 17 წლის ფეხბურთელისთვის თავისთავად ძალიან მაღალი ფასია. ამის პარარელურად BernebeuDigital იუწყება, რომ „პსჟ“ მოთამაშის სანაცლვოდ 70 მილიონს ჩამოდის, თუმცა ტრანსფერს თავად ახალგაზრდა ფეხბურთელის პოზიცია აფერხებს, მას ზინედინ ზიდანის გუნდში მოხვედრა და ფრანგი ლეგენდის რჩევა-დარიგებების მიღება სურს.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „რეალმა“ ტრანსფერი შესაძლოა იანვარში გააოფიციალუროს.
- 22 ნოემბერი 2019
- 7 400
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.