მარსელო:„როდრიგო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება“
მარსელო ვიეირამ თანამემამულეებზე ისაუბრა...
„„რეალში“ თამაშის დროს ყოველთვის გჭირდება თავდაჯერებულობა, სხვა შემთხვევაში შედეგს ვერ მიაღწევს. სეზონში 50 ან 60 მატჩია ჩასატარებელი, შესაბამისად შანსს ყველა იღებს, რომელიც უნდა გამოიყენოს. მე როდრიგოს და ვინიციუს ჟუნიორს მხოლოდ რჩევებს არ ვაძლევ, მათ ბევრ რამეში ვეხმარები.“
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გოეშმა შეძლო ის, რაც ბევრმა ვარსკვლავმა ვერ მოახერხა. დიახ, დღეს როდრიგოს ყველა მბაპეს ადარებს, მე კი გეტყვით, რომ ჩემმა თანამემამულემ ეს ყველაფერი მადრიდში მოახერხა და არა სხვაგან, რაც თავისთავად უფრო რთული საქმეა. თუ გოეში ასე განაგრძობს, ის თანამედროვების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და არსებობს იმის პოტენციალიც, რომ კილიანს აჯობოს.“
„როდესაც მადრიდში ჩამოვედი 18 წლის ვიყავი, მას შემდეგ უდიდესი გამოცდილება მივიღე. მსურს, რომ როდრიგომაც ზუსტად ეს გზა გაიაროს, თუმცა იმის თქმაც შემიძლია, რომ გოეში გაცილებით უფრო გამოცდილი და შემდგარი ფიგურაა.“
„ვინიციუსი მხოლოდ 19 წლის არის. გაიხსენეთ ის მომენტები, რომლითაც ბრაზილიელმა მადრიდულ პუბლიკას თავი დაამახსოვრა. ვინი ძალიან ნიჭიერია, თუმცა მასზე მეტისმეტად დიდი ზეწოლა მოდის, რაც თავისთავად არ შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიაში გაცილებით ნაკლებ წნეხს განიცდიან ფეხბურთელები.“
„დიახ, ვინიციუსი მართლაც ტიროდა, როდესაც მის მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა გაფუჭებული მომენტების გამო. ეს არც პირველი ტირილი იყო და არც ბოლო. ფეხბურთი ემოციებითაა სავსე.“
„ათწლეულზე მეტია სამეფო კლუბის ღირსებას ვიცავ. ძალიან მიყვარს „რეალი“ და ნამდვილად არ ვიცი, სადაც წავალ აქედან. მხოლოდ მოკლევადიანი გეგმები მაქვს, რაც მოიცავს თუნდაც ხვალინდელ ვარჯიშს, თამაშს და ასე შემდეგ.“
„„ბლანკოსში“ კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, მაგრამ ეს დიდი მოვლენა იქნებოდა. თუ „რეალიდან“ წავალ, დიდი ალბათობით ევროპას დავტოვებ და სამშოლობში დავბრუნდები.“
„თუ ბრაზილიაში დავბრუნდები, მაღალ დონეზე ვითამაშებ. არ ვაპირებ, რომ სამშობლოს მაშინ დავუბრუნდე, როდესაც წლის ბოლოს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრებ. სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ მაღალი დონე და სტანდარტებია.“
- 22 ნოემბერი 2019
- 6 506
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.