ბენზემა „რეალის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება
მადრიდის „რეალმა“ კარიმ ბენზემას ახალი კონტრაქტი შესთავაზა...
გამომდინარე იქედან, რომ ფრანგ ფორვარდს 2021 წლის 30 ივნისს მოქმედი კონტრაქტი ეწურება, სამეფო კლუბმა აქტიური მოქმედებები დაიწყო, ვინაიდან მომდევნო სეზონი ფრანგისთვის შესაძლოა ბოლო გამოდგეს.
კარიმს დეკემბერში 32 წელი უსრულდება, თუმცა ფაქტია, რომ ის კიდევ პროგრესირებს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
ფლორენტინო პერესი კარიმის სახელფასო პირობებსაც გადახედავს. დღეს სამეფო კლუბში კარიმი ნამდვილად არ არის ისეთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, როგორიც ბეილი, რამოსი, აზარი და სხვები არიან, აქედან გამომდინარე, მისი ხელფასიც მოიმატებს.
კარიმი წლიურად 10.5 მილიონ ევროს მიიღებს და ამ მაჩვენებლით კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
სამეფო კლუბის მიერ მომზადებული ხელშეკრულება ფორვარდის კლუბში დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს.
- 22 ნოემბერი 2019
- 1 462
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.