აზარი:„„პსჟ“ არის კლუბი, რომელშიც არასდროს ვითამაშებ“

ედენ აზარმა L'Equipe-სთან ვრცელი, საინტერესო და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...

„ჩემი ოცნება ყოველთვის „რეალში“ თამაში იყო. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როდესაც სამეფო კლუბის თამაშებს ვუყურებდი. როდესაც ზიდანმა „ბლანკოსის“ მაისური მოირგო და მაგიური თამაში დაიწყო, მისი ნამდვილი ქომაგი გავხდი. ძალიან მსურდა, რომ დამდგარიყო დღე, როდესაც „მერენგების“ ღირსებას დავიცავდი. ოჯახთან ერთად არდადაგებზე ხშირად დავდიოდი ესპანეთში, მაგრამ არა მადრიდში, ახლა კი საოცნებო ქალაქში ვცხოვრობ და საოცნებო კლუბში ვთამაშობ.“

„როდესაც „ლილში“ ვთამაშობდი, „რეალი“ მეპატიჟებოდა, მაგრამ მაშინ სამეფო კლუბის რიგებში გადასვლა დიდი რისკი იქნებოდა, აქედან გამომდინარე, პრემიერლიგაში წასვლა გადავწყვიტე და ამას არც ვნანობ. მაინც მოვიდა დრო, როდესაც ჩემი საყვარელი კლუბის ღირსებას ვიცავ.“

„ზიდანის თამაშის სტილის გამეორება მარტივი არ არის, მაგრამ ვცდილობდი, რომ მისთვის მიმებაძა. ასევე ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო ტიერი ანრი, ძალიან მიყვარდა მისი ფინტების და გოლების ყურება. Youtube-ს საშუალებით ვცდილობდით ჩვენი კუმირების მომენტები გვენახა, შემდეგ კი ეზოში მივრბოდით და იგივეს გაკეთებას ვცდილობდით.“
„მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც ზიდანს შევხვდი და ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდში გადმოსვლა მირჩია.“

„არაერთ სპეციალისტთან მიმუშავია, მაგრამ ზიდანი განსაკუთრებულია. მას უყვარს საქმე, რაც შეიძლება ნაკლები ლაპარაკი, რომელიც არაფრის მომცემია. ფრანგი მხოლოდ მაშინ საუბრობს, როდესაც ამის საჭიროება არსებობს, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მოტივაციის ამაღლების კუთხით. ზიზუს ძალიან უყვარს ბურთთან ურთიერთობა და სესიებზე ამ კომპონენტს უდიდეს ყურადღებას უთმობს.“

„ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, როდესაც გავიგე, რომ სეზონის სტარტზე ტრავმა მქონდა და 3 კვირის გამოტოვება მომიწევდა. ეს ჩემთვის მართლაც ტრაგედია იყო, მაგრამ ზიზუ მოვიდა და ამიხსნა, რომ რისკის გაწევის შემთხვევაში უარეს შედეგებს მივიღებდით, აქედან გამომდინარე, მოთმინება უნდა გამომეჩინა.“
„წონა? ზაფხულში 80 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა კი 77 კილოგრამი ვარ. 10 დღის ინტენსიური ვარჯიშის შედეგად შევძელი, რომ ნორმის სტანდარტში ჩავმჯდარიყავი და წონა შემენარჩუნებინა.“

„ადაპტაცია მარტივი არ იყო, ბოლო თვეში კი მართლაც დიდი პროგრესი მაქვს და ვაპირებ, რომ კიდევ მოვუმატო. ძალიან მეხმარებოდა ტიბო კურტუა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ნებისმიერი გამოწვევა ერთად დაგვეძლია. ფრანგულად საუბრობენ ბენზემა, მენდი და ვარანი, თავისთავად ზიდანიც, რაც კიდევ უფრო დიდი დახმარებაა ჩემთვის.“
„კრიშტიანო რონალდუს 7 ნომრიანი მაისურის ტარება ნამდვილად დიდი პატივია. როდესაც მადრიდში მოვედი 10 ნომერი მოდრიჩს ჰქონდა, 17 კი ვასკესს, აქედან გამომდინარე, კლუბმა მითხრა, რომ მარიანო დიასი ნომერს დამითმობდა.“

„„პსჟ“-ს ჩემთან თანამშრომლობა სურდა, მაგრამ მაშინვე უარი ვუთხარი. ეს არის კლუბი, სადაც არასდროს ვითამაშებ. თუ ოდესმე საფრანგეთში დავბრუნდები, მხოლოდ „ლილის“ ღირსებას დავიცავ.“

  • Hala
  • 22 ნოემბერი 2019
  • 3 066
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)