„რეალმა“ კვირის მეორე ვარჯიში გამართა
ზინედინ ზიდანმა კვირის მეორე ვარჯიში წარმატებით დაასრულა...
გუნდი „სოსიედადთან“ მატჩისთვის ემზადება და კიდევ 3 დღე ექნება იმისათვის, რომ ბასკური ბარიერის გადასალახად სათანადოდ მოემზადოს.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთთან ურთიერთობას, კარსი დარტყმების კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს.
აღსანიშნავია, რომ მარსელო 100%-ით იტვირთება და „სოსიედადთან“ მატჩის განაცხადში მოხვდება.
- 19 ნოემბერი 2019
- 1 463
- 10