მენდი:„მარსელოსი არ მეშინია, სხვაგვარად მადრიდში არ მოვიდოდი“
ფერლან მენდიმ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხები მიმოიხილა...
„მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი მწვანე მინდორი გვქონდა, მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდით და კარს ქვებით ვაწყობდით, ვინაიდან დამონტაჟებული არაფერი იყო. ის წლები ძალიან კარგად მახსენდება, ვინაიდან სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი იმ ყველაფერს, რაც ახლა ჩემს თავს ხდება. იყო დრო, როდესაც ფორვარდად ვთამაშობდი, შემდეგ ცენტრალურ მცველად, საბოლოოდ კი მარცხენა ფრთაზე გადავინაცვლე.“
„როგორც ყველა ბავშვი, მეც ვოცნებობდი მადრიდის „რეალში“ თამაშზე. პრეზენტაციის დღე არასდროს დამავიწყდება, ემოციებით სავსე ვიყავი. როდესაც ბერნაბეუს გაზონი დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი ოცნება ახდა.“
„15 წლის ასაკში უმძიმესი ტრავმა მივიღე, ორივე ფეხი თაბაშირში მქონდა და თითქმის 2 თვე საავამდყოფოში ვიყავი. 5-6 თვის მანძილზე სარეაბილიტაციო კურსის გავლა მომიწია. მითხრეს, რომ სიარული ფაქტობრივად თავიდან უნდა მესწავლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საფეხბურთო კარიერა ჩემთვის დამთავრებული იყო. ურთულესი დღეები გამოვიარე, მაგრამ საბოლოო მიზანს მაინც მივაღწიე.“
„ვარჯიშებზე ყოველთვის ვხუმრობდი, „ლიონში“ ამ მხრივ გამორჩეული ვიყავი. მადრიდელთა ვარჯიშებზე ანალოგიურს ვერ ვაკეთებ, ვინაიდან ესპანური ენის პრობლემა მაქვს, თუმცა მერწმუნეთ, ამის დროც მოვა.“
„ყველა მატჩის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ, ანალიზს ვაკეთებ. ვაკვირდები იმ მომენტებს, სადაც ბურთი დავკარგე, ან არასწორად ვიმოქმედე. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და შეცდომების გამოსწორებას ვცდილობ.“
- 19 ნოემბერი 2019
- 1 271
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.