ფანები ითხოვენ, რომ პენალტები ბენზემამ შეასრულოს
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი ბომბარდირი კარიმ ბენზემა გახდა და მას შემდეგ 41 გოლი გაიტანა.
როგორც AS იტყობინება, ლოს ბლანკოსის ფანების აზრით, სერხიო რამოსმა პენალტების მთავარი შემსრულებლის როლი სწორედ ლა ლიგის მოქმედ ბომბარდირს, კარიმ ბენზემას უნდა დაუთმოს.
ეიბართან მოპოვებული გამარჯვების დროს, სერხიო რამოსმა პირველი პენალტი შეასრულა, ხოლო მეორე უკვე კარიმს დაუთმო - ორივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანი დარტყმა თეთრებმა ზუსტად შეასრულეს.
ფრანგ ფეხბურთელს რეალში 8 პენალტი აქვს შესრულებული და აქედან ყველა გატანილი. შესანიშნავი სიზუსტით გამოირჩევა სერხიოც, რომელმაც 16 პენალტიდან 15 შეასრულა ზუსტად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გულშემატკივრებს სურთ რომ პენალტები კარიმმა შეასრულონ.
გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!
- 18 ნოემბერი 2019
- 1 505
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.