„მილანი“ ანჩელოტის იბრუნებს და „რეალის“ 2 ნახევარმცველი მიჰყავს
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, „ნაპოლი“ სულ მალე კარლო ანჩელოტის გაათავისუფლებს და იტალიელი სპეციალისტი უმუშევარი დიდხანს არ დარჩება...
კარლიტომ შემოთავაზება „მილანისგან“ მიიღო. „როსონერის“ ხელმძღვანელობა ანჩელოტის „რეალის“ ორი ფეხბურთელის ყიდვას პირდება.
„შავ-წითლების“ უმთავრესი მიზანი ხამეს როდრიგესი იქნება, კარლიტოს ასევე მოსწონს ისკო და ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს ორივე მოთამაშის შესაძნენად.
Tuttosport-ისა და Football Italia-ს ინფორმაციით, „მილანი“ ხამესისა და ისკოს სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რაც ფლორენტინო პერესისთვის საკმაოდ მისაღები თანხა იქნება.
- 14 ნოემბერი 2019
- 8 376
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.