სამეფო კლუბი დანებებას არ აპირებს!
მადრიდის რეალს ოსასუნას წინააღმდეგ ერთი შეხედვით მარტივი მატჩი უნდა ჩაეტარებინა და გაეგრძელებინა ბარსელონასთან დევნა.
ფეხბურთელები მოედანზე დიდი შემართებით გამოვიდნენ, ბარსელონას თავისი მატჩი უკვე მოგებული ჰქონდა და რეალს შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა. პელეგრინიმ როგორც ჩანს თავის შეგირდებს დავალება მისცა სწრაფი გოლი გაეტანათ და პირველი 10 წუტის განმავლობაში ფეხბურთელები უკანმოუხედავად უტევდნენ, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. მეშვიდე წუთზე ალბიოლის უხეირო თამაშით არანდამ ისარგებლა, რომელმაც კასილასი მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
დაწინაურების შემდეგ სტუმრებმა თამაშის ჩაკეტვა სცადეს და უპიატესობის შენარჩუნება ამ გზით გადაწყვიტეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა პერესს 94 მილიონი წყალში არ გადაუყრია და რონალდომ 25-ე წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის მეშვეობით ბრწყინვალე გოლით აღადგინა სტატუს ქვო. სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა კიდევ უფრო მეტად შეუტიეს, მაგრამ 43 წუთზე გოლი კვლავ საკუთარ კარში მიიღეს ამ შემთხვევაში ოსასუნას მხრიდან ამჯერად თავი ვადოსმა გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალი საკუთარ მოედანზე დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, რაც სევილიასთან და ატლეტიკოსთან მოგებულ მატჩებში დაადასტურა კიდეც. ამჯერად რეალმა წონასწორობა ზუსტად ერთ წუთში აღადგინა. 44 წუთზე გრანერომ საჯარიმოში "ჩააგდო" ბურთი, მის გადაცემას მარსელო გამოეხმაურა, რომელმაც ორ ცენტრალურ მცველს აჯობა და გოლი თავით "შეაგდო".
მეორე ტაიმში მატჩი კიდევ უფრო დაიძაბა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. როგორც მადრიდის რეალი ასევე ოსასუნა რამდენიმეჯერ ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი რონალდო იყო, რომელიც 90 წუთის განმავლობაში აქტიურობდა და მეტოქეთა მცველებს მოსვენებას არ აძლევდა, გამარჯვბის გოლიც სწორედ მადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გაიტანა 89-ე წუთზე. მან იგუაინის გადაცემით ისარგებლა და მატჩში საბოლოო შედეგი 3:2 დააფიქსირა.
ბრძოლა ჩემპიონობისთვის კი გრძელდება ჩამორჩენა ბარსელონასა და რეალს შორის კვლავ 1 ქულა არის, შემდეგ ტურში სამეფო კლუბი მალიორკას შეხვდება, ხოლო კატალონიელები სეზონის ბოლო მატჩში სევილიას დაუპირისპირდებიან. ექსპერტების ვარაუდით სწორედ ბოლო ტურში გადაწყდება ჩემპიონობის ბედი.
- 3 მაი 2010
- 1 590
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.