ვალვერდე:„ბერნაბეუზე გამართი პირველი მატჩი არასდროს დამავიწყდება“
ფედერიკო ვალვერდემ „რეალის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა...
„ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც ბერნაბეუზე პირველად შევდგი ფეხი. ყოველთვის მებრძოლი ვიყავი, სამეფო კლუბში კი კიდევ უფრო სხვანაირი ადამიანი გავხდი. ის დღე ჩემთვის დაუვიწყარია.“
„ზიდანს კოლექტივში გუნდური სულისკვეთება შემოაქვს. არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ფრანგი ლეგენდის აღწერა შეიძლება. უბრალოდ ბევრი უნდა ვიმუშავო და ვისწავლო მისგან, ფრანგი საოცარი ფიგურაა.“
„როდესაც „რეალმა“ კონტრაქტი შემომთავაზა, ფიქრზე დიდი დრო არ დამიკარგავს, მაშინვე დავთანხმდი და მივხვდი, რომ ეს იყო გამოწვევა, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო.“
„ოჯახი დავტოვე, მეგობრები დავტოვე. აბსოლუტურად ახალ ქვეყანაში მოვხვდი, სადაც განსხვავებული ცხოვრების სტილი დამხვდა, მაგრამ გუნდში ისე მიმიღეს, რომ ყველა პრობლემა დავიწყებას მიეცა. ახლა ბევრს ვმუშაობ, რათა დავაკმაყოფილო ყველა სტანდარტი, რომელიც კლუბში არსებობს.“
„ძალიან მიყვარს ბურთის კონტროლი და მოედნის ხედვით გამოვირჩევი, არასდროს ვნებდები და ყოველთვის იქ ვთამაშობ, სადაც მთავარი მწვრთნელი მავალებს. ჩემი ოცნება კიდევ უფრო განვითარება და „ბლანკოსთან“ ერთად უამრავი ტიტულის მოპოვებაა. ენერგიული ვარ და ვცდილობ, რომ დაღლა არასდროს შევიმჩნიო.“
„კროოსს ალბათ ნერვები არ აქვს, მისი სიმშვიდით ყოველთვის გაოცებული ვიყავი. გერმანელი ჩემი კერპია, ძალიან მიხარია, რომ ერთად ვემზადებით, ვთამაშობთ და ვხუმრობთ.“
„კაზემიროს თამაშს ყოველთვის ხაზს ვუსვამ, ის განსაკუთრებული სამხრეთ ამერიკელია. კაზემიროს სერხიო რამოსთან ერთად მივიჩნევ ფიგურად, რომელიც არის „ბლანკოსის“ ფარი.“
„ოცნება? მხოლოდ პროგრესი და ტიტულების მოგება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“
- 12 ნოემბერი 2019
- 1 280
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.