რონალდუ:„„რეალში“ ამას არავინ მიკეთებდა“
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო სარისა და კრიშტიანო რონალდუს შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული. იტალიელმა სპეციალისტმა კრიშტიანო ნაადრევად ზედიზედ მეორე მატჩში შეცვალა, რასაც პორტუგალიელის უკმაყოფილება მოჰყვა...
„7“-იანმა მოედანი დატოვა და პირდაპირ გასახდელში გაემართა, თანაც ისეთ პრინციპულ მატჩში, როგორიც „მილანთან“ შედგა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანოსა და სარის შორის სერიოზული დაპირისპირებაა. მეტიც, პორტუგალიელმა იტალიელს უთხრა, რომ მას „რეალში“ ასეთ რამეს 9 წლის განმავლობაში არ უკეთებდნენ.
- 11 ნოემბერი 2019
- 7 752
- 9