შეთანხმება მიღწეულია - ხამესი კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, ლონდონის „ჩელსისა“ და „რეალს“ შორის შეთანხმება მიღწეულია, რის საფუძველზეც ხამეს როდრიგესი კარიერას „არისტოკრატთა“ რიგებში განაგრძობს, მაგრამ ისმის კითხვა - როდის მოხდება ეს? „ჩელსის“ ამ წუთამდე სატრანსფერო ბანი აქვს...
ლონდონელთა იურისტებმა უკვე მიმართეს შესაბამის კომიტეტს, რათა დარჩენილ 6 თვეზე ამნისტია გამოცხადდეს და „ჩელსიმ“ ტრანსფერების განხორცილება არა ივნისიდან, არამედ იანვრიდან შეძლოა.
თუ თხოვნა დაკმაყოფილდება, ხამესი ლონდონისკენ გეზს იანვარში აიღებს, თუ არა კოლუმბიელი სეზონის ბოლომდე „ბლანკოსში“ დარჩება და შემდეგ მოირგებს ლურჯ ფორმას.
ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ყველა ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ შეთანხმება არსებობს, სატრანსფერო ღირებულებად კი 38 მილიონი ევრო სახელდება.
- 11 ნოემბერი 2019
- 3 390
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.