კარვახალი:„დღეს ჩემთვის ისტორიული დღეა“
დანი კარვახალმა „ბლანკოსისა“ და „ეიბარის“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„დღეს ჩემთვის ისტორიული დღეა, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურით 250-ე მატჩი გავმართე.“
„მმიშვნელოვანია, რომ საიუბილეო ციფრი 3 ქულით აღვნიშნე. გუნდმა ასე თამაში უნდა განაგრძოს, ფაქტია, რომ ძალიან მოვუმატეთ და კიდევ შეგვიძლია პროგრესის ჩვენება.“
„ახლა სანაკრებო მატჩები გველის, შემდეგ კი ძალიან გრძელი და მატჩებით დახუნძლული კალენდარი. ყველა მატჩს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭება.“
„ედენ აზარი საოცარი ფეხბურთელია, მისთვის მადრიდული გარემო სრულიად უცხო იყო და ადაპტაციას დღემდე გადის, თუმცა ფაქტია, რომ ედენი კლუბის შეუცვლელი წევრი გახდა და ძალიან აქტიურობს შეტევაში.“
„უკვე მეხუთედ კარში მშრალად შევინახეთ, რაც დაცვის ხაზის გაძლიერებაზე მეტყველებს.“
„ვალვერდე ნათელი მაგალითია იმისა, რომ შრომას ყოველთვის აქვს საუკეთესო შედეგი.“
- 10 ნოემბერი 2019
- 1 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.