კურტუა:„ფეხბურთი გამოწვევებით არის სავსე“
ტიბო კურტუამ „ეიბართან“ დაპირისპირებაში კეილორ ნავასის რეკორდი დაამხო, რაც 520 წუთის განმავლობაში კარის მშრალად შენახვას ითვალისწინებს. ბელგიელმა კიპერმა ბასკებთან პაექრობის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ მატჩში შევინახე კარგი მშრალად, მაგრამ ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ თანაგუნდელების დამსახურებაცაა.“
„მუშაობას განვაგრძობ და ვეცდები, რომ მშრალი სერია დიდხანს შევინარჩუნო. კრიტიკოსები ყოველთვის იარსებებენ, მე კი მათ საუკეთესო თამაშით უნდა ვუპასუხო.“
„პროფესიონალი ვარ და ზუსტად ვიცი, რა დონეზე შემიძლია თამაში. ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა.“
„აზარი საოცარ ფორმაში შედის. ერთადერთი რაც ედენს აკლია გატანილი გოლია, ეს მას მეტ თავდაჯერებულობას შესძენს.“
- 10 ნოემბერი 2019
- 1 333
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.