ბენზემა „რეალის“ ისტორიის საუკეთესო ბომბარდირთა ექვსეულში გადავიდა
კარიმ ბენზემასთვის „ეიბართან“ მატჩი ისტორიული გამოდგა...
ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგაში 156-ე და 157-ე გოლები გაიტანა, რითიც ლეგენდარული პუშკაშის მაჩვენებელი დააფიქსირა.
კარიმი ამ მაჩვენებლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ექვსეულში მოხვდა.
მომდევნო გაჩერება უგო სანჩესის მაჩვენებელია, რომელსაც ლა ლიგაში 164 გოლი აქვს გატანილი. თუ ფრანგი ასეთ ტემპში განაგრძობს გოლების გატანას, სანჩესის მაჩვენებელი სულ მალე იქნება გაუმჯობესებული.
ბენზემამ 157 გოლის გატანას 323 მატჩი მოანდომა.
- 10 ნოემბერი 2019
- 2 038
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.