ზიდანი:„ხამესი და ბეილი ტექნიკური გადაწყვეტილების გამო არ ითამაშებენ“
ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ყველა მატჩი რთულია და გამონაკლისი არც „ეიბარი“ იქნება. ამ გუნდს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. დიახ, ეს კოლექტივი ათეულს ქვემოთ იმყოფება, მაგრამ აღებული ქულების რაოდენობა პროპორციულად არ ასახავს გუნდის სიძლიერეს.“
„ლეონარდოს კრიტიკა? მე არაფერი მითქვამს ისეთი, რაც მბაპეს არ დაუდასტურებია. ლეონარდოს ვეტყოდი, რომ განსხვავებული აზრი არ დამიფიქსირებია და მის კრიტიკას პასუხს ვერ გავცემ.“
„ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში? ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით.“
„როდრიგოს პროგრესი? ის შესანიშნავია, ბრაზილიელის გარდა კიდევ 25 ფეხბურთელი მყავს, რომელიც ძირითადისთვის იბრძვის.“
„მარსელოს ტრავმასთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი რაც შემიძლია, რომ აღვნიშნო ის არის, რომ ბრაზილიელს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და მალე განაახლებს ვარჯიშს.“
„ბეილი და ხამესი სათამაშოდ მზად არიან, მაგრამ ტექნიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაცხადში ვერ მოხვდებიან. მათი დაზიანება? არცერთ ტრავმა აღარ აღენიშნება.“
„როდრიგოსა და ვალვერდეზე დიდ იმედებს ვამყარებ და არ მიკვირს, რომ ისინი საოცარ წარმოდგენას დგამენ.“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრ მატჩში კარის მშრალად შენახვა შევძელით, ამაზე ბევრს ვმუშაობთ და ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვარ. როდესაც ბევრს იტან და არცერთს არ უშვებ, ბევრს ნიშნავს.“
„ბევრი დრო არ გვქონდა, შესაბამისად მხოლოდ 2 სესია გავმართეთ, მაგრამ ვთვლი, რომ გუნდი „იპურუაზე“ მოსაგებად მზად არის.“
„ახალგაზრდებთან მუშაობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მათ ბევრი საუბარი სჭირდებათ და რაც ყველაზე მთავარია დაუღალავი შრომა.“
„მოდრიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია. რამდენიმე მატჩში ხორვატმა ვერ იასპარეზა, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რამხელა ძალას წარმოადგენს ნახევარმცველი ჩვენთვის.“
„ბენზემა და ნაკრები? მე რომ საფრანგეთის ნაკრების თავკაცი ვიყო კარიმს აუცილებლად გამოვიძახებდი, ვინაიდან ვთვლი, რომ ის საუკეთესო ფრანგი ფორვარდია.“
- 8 ნოემბერი 2019
- 8 416
- 34