არიენი მოუთმენლად ელის ბერნაბეუზე დაბრუნებას
"ბლანკოსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნებას...
ბილდთან ინტერვიუში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე სურს მოვიდეს 22 მაისი და იგი ჩაფრინდეს ესპანეთში.
"ძალიან მსურს რაც შეიძლება მალე გავიდეს 3 კვირა და მოვიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ჩატარების დრო. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები ბერნაბეუზე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება "რეალის" სტადიონიდან ლიგის თასის წამოღება გერმანიაში."
"მე ვესაუბრე უესლი სნეიდერს, რომელიც ჩემი კონკურენტი იქნება. მე და უესლის შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მანაც მითხრა, რომ გახარებულია ფინალში გასვლით და სურს ბერნაბეუზე თამაში, ჩვენ ერთი წლის წინ თანაგუნდელები ვიყავით და ერთად ვიცავდით "ბლანკოსის" ღირსებას, ახლა კი ჩვენი გზები გაიყარა, მაგრამ მაინც გვიწევს ძველ სტადიონზე თამაში, რაღა თქმა უნდა სხვადასხვა გუნდის მაისურებით."
"ბაიერნი ძალიან მოტივირებულია, მიუხენურ გიგანტს, უკვე დიდი ხანია არ მოუგია ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. ჩვენ ურთულესი გზა გამოვიარეთ და არ ვაპირებთ ტიტულის დათმობას."
- 2 მაი 2010
- 2 057
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.