გალიანი: "რამოსი მილანში? არა მგონია"
მილანის "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი, რამდენიმე დღის წინ მადრიდში იმყოფებოდა.გამოცემა "ას"-მა ხელიდან არ გაუშვა შანსი და ინტერვიუ ჩაწერა "როსონერის" ბოსსთან.
- მადრიდში, "მილანისა" და "რეალის" ვეტერენაბის ამხანაგური შეხვედრის პრეზენტაციაზე, თქვენ შეხვდით სერხიო რამოსს, რომლის გადაბირება კარგა ხანია გინდათ.როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ანდალუსიელი მოთამაშის იტალიაში წაყვანას?
- ვფიქრობ, რომ დონ ფლორენტინო ასეთ ფეხბურთელიდას კლუბიდან არ გაუშვებს.
- პრეზენტაციის დროს, თქვენ და რამოსი გამოელაპარაკეთ ერთმანეთს...
- მე მას ისე მივესალმე, როგორც კაკასა და კასილასს.
- როდის დაიწყო, თქვენი და პერესის მეგობრობა?
- ჩვენ ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს ტელეფონით.მიუხედავად იმისა, ის იქნება პრეზიდენტი თუ არა.
- რას იტყვით კაკაზე?
- ის ბრწყინვალე მოთამაშე და ნამდვილი ჩემპიონია, რომელმაც "სარაგოსას" წინააღმდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა.
- როგორია "მილანი" კაკას გარეშე?
- მისი წასვლა ყველას გვეწყინა.
- ამბობენ, რომ ბრაზილიელი იტალიელებმა ტრავმირებული გაყიდესო...
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.გასულ სეზონში რიკარდომ "კალჩიოს" ყველა მატჩი ითამაშა.სერია ა-ს ბოლო ტურში, "ფიორენტინას" დამარცხებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.აქედან გამომდინარე გამორიცხულია რომ მოთამაშე ტრავმირებული ყოფილიყოს.
- "რეალი" მოიგებს ლა ლიგას?
- მე როგორც მადრიდელთა დიდი ქომაგი, ვთვლი, რომ სამეფო გუნდი ჩემპიონი გახდება.
- 2 მაი 2010
- 1 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.