ესპანეთის სუპერთასის მატჩები 2020 წლის იანვარში შედგება
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასის გათამაშების წესები შეიცვალა და ერთმანეთს ლა ლიგისა და Copa Del Rey-ს გამარჯვებულები აღარ ხვდებიან...
ახალი წესების მიხედვით, სუპერთასისთვის პირველი ოთხეულის გუნდები იბრძოლებენ.
შარშანდელი შედეგების მიხედვით, ოთხეულში „რეალი“, „ატლეტიკო“, „ბარსელონა“ და „ვალენსია“ მოხვდნენ.
ორშაბათს წილისყრა შედგება, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნახევარფინალში.
არ არის გამორიცხული დამატებით 1 „ელ კლასიკო“ ვიხილოთ.
ნახევარფინალები 8 და 9 იანვარს შედგება, ხოლო ფინალი 12 იანვარს.
- 7 ნოემბერი 2019
- 4 310
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.