მატჩი, რომელიც ისტორიას დარჩება - „რეალმა“ ბერნაბეუზე იმეფა
„რეალისა“ და „გალათასარაის“ დაპირისპირება ისტორიას დარჩება. ეს იყო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირება და მიმდინარე სეზონში უდავოდ საუკეთესოა. საკმარისია გადავხედოთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს და უკვე მივხვდებით, რომ ზიდანის გუნდმა საშინაო არენაზე იმეფა...
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „გალათასარაის“ კარისკენ 21-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 12 შემთხვევაში ბურთი კარის ჩარჩოსკენ წავიდა და 6-ჯერ მუსლერას კარის ბადეში აღმოჩნდა.
მთელი მატჩის მანძილზე ზიდანის გუნდს 61%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჰქონდა.
საერთო ჯამში „რეალმა“ 831 გადაცემა გააკეთა, საიდანაც 756 ადრესატამდე მივიდა და მხოლოდ 75 შემთხვევაში იქნა განეიტრალებული.
გარდა ამისა „მერენგები“ შეტევაში 148-ჯერ გადავიდნენ, საიდანაც 92-ჯერ შეტევამ მწვავე ხასიათი მიიღო.
და ბოლოს მიმოხილვა, რომელიც ისტორიას დარჩება
- 7 ნოემბერი 2019
- 1 377
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.