ზიდანი:„როდრიგომ „გალასთან“ მატჩს შესაძლოა 100-ჯერ უყუროს“
ზინედინ ზიდანმა „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცყვია გამართა...
„როდრიგო შესანიშნავი იყო, ის ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე იდგა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრაზილიელი მხოლოდ 18 წლის არის. ჰეთ-თრიკი მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პრეცენდენტი დაფიქსირდა. გოეშზე ზეწოლა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, მან თავისუფლება უნდა იგრძნოს და განვითარება განარგძოს.“
„6 გოლი გავიტანეთ და საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ, ამ კომპონენტზე ბევრს ვმუშაობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან კმაყოფილი უნდა ვიყო, ვინაიდან ჩემი ფეხბურთელები პირველიდან ბოლო წუთამდე ბოლომდე იბრძოდნენ. შეტევაში ძალიან ეფექტურები ვიყავით, როგორც კი ბურთს ვკარგავდით, ყველა მოთამაშე მის დასაბრუნებლად იბრძოდა.“
„როდესაც ანგარიში 4:0-ია შესაძლოა მოდუნდე, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები სხვაგვარად იქცეოდნენ.“
„ბენზემა ბრწყინვალე ფორვარდია და ვისაც ფეხბურთი უყვარს ფრანგის ქომაგიც იქნება. კარიმი ყოველთვის შედეგიანია და გუნდური თვალსაზრისითაც მოწოდების სიმაღლეზე დგას. ფორვარდმა დუბლი მიითვალა, ვულოცავ წარმატებას. მისი როლი „ბლანკოსში“ კიდევ უფრო გაიზარდა.“
„როდრიგო მომავლის მოთამაშეა. ის ნამდვილი პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, შრომას არ შეწყვეტს, ბრაზილიელმა ბევრი უნდა იმუშავოს და ყველა ასპექტი დახვეწოს, მაშინ საოცარი პოტენციალი დევს. დარწმუნებული ვარ, წინახაზელი „გალასთან“ მატჩს 100-ჯერ უყურებს.“
„როდრიგო ტექნიკურია, ფლობს დიდ სისწრაფეს, შესანიშნავ დარტყმას და რაც ყველაზე მთავარია ზუსტად აფასებს სიტუაციას. ის მხოლოდ 18 წლის არის და ფიზიკური თვალსაზრისით ვერ იდგება მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა ბევრს ვარჯიშობს და გაძლიერდება.“
„მარსელომ დისკომფორტი იგრძნო და სწორედ ამიტომ გავიყვანე მოედნიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მაქვს.“
„ვალვერდე სრულყოფილ ფეხბურთელად ყალიბდება, ურუგვაელში უდიდესი პოტენციალია, ის წინ თამაშობდა, მაგრამ კაზემიროს მოედნიდან გასვლის შემდეგ ჩამშლელადაც ბრწყინვალედ იასპარეზა.“
„კროოსის კლასზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც ტონი ბურთს იღებს, ყოველთვის უნდა ველოდოთ ორიგინალურ და ზუსტ გადაწყვეტილებას.“
„რამოსი? ის უბრალოდ ლეგენდაა და მე ვერ ჩავერევი მისი დარტყმის სტილის განსაზღვრაში. სერხიო თავად წყვეტს რა სტილში დაარტყას. რამოსი არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც „ბლანკოსში“ ხელშეუხებელია და ვისურვებდი, რომ იმდენი წელი იყოს აქ, რამდენი წელიც კიდევ აპირებს ფეხბურთის თამაშს.“
„ხამესი და ბეილი? ორივე გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ ვნახოთ, შეძლებენ თუ არა თამაშს.“
- 7 ნოემბერი 2019
- 9 881
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.