მარსელო:,,კარიერის დასრულება მადრიდში მსურს"
მარსელომ „გალათასარაისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა....
„ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან ევროსარბიელზე მე-100 მატჩი უნდა გავმართო. 100 დაპირისპირება მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურით ნამდვილად ბედნიერების მომგვრელია. ვამაყობ, რომ ამ კოლექტივის წევრი ვარ და ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად წარიმართება.“
„ზუსტად ვიცით, რომ „გალათასარაისთან“ მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 3 ქულისთვის გავალთ, სხვა შემთხვევაში სიტუაციას ძალიან გავამწვავებთ.“
„საკუთარ თავს სათადარიგო ფეხბურთელად არ ვთვლი. შარშან ბევრი მატჩი დავიწყე სკამზე, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ ბევრ დაპირისპირებაში მივიღე მონაწილეობა. ვთვლი, რომ ბევრად მოვუმატე და ოპტიმალურ ფორმამდე მივედი.“
„ლა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ ევროსარბიელზე საოცარი შედეგები დავაფიქსირეთ, მაგრამ მოტივაცია ყოველთვის გვიორმაგდებოდა. ორივე ტიტულისთვის ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ, ჩვენ „რეალი“ ვართ. გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის.“
„როდესაც მადრიდში თამაშობ, ზეწოლა ძალიან დიდია, მაგრამ მერწმუნეთ, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა აღარ მაქვს და ყველაფერს შევეჩვიე, უკვე 13 წელია ამ გუნდის ღირსებას ვიცავ და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ.“
„„რეალიდან“ წასვლის შემდეგ ერთადერთი კლუბი, რომელშიც ვითამაშებ ისევ „რეალი“ გახლავთ, მე კარიერის დასრულება აქ მსურს.“
- 5 ნოემბერი 2019
- 10 538
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.